სასწრაფო დახმარების ექიმები ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ. მათი განცხადებით ბოლო წლებში სასწრაფოში პრობლემები დაგროვდა, დაგვიანებები გაიზარდა, სამსახურში არ არის საკმარისი სამედიცინო და ტექნიკური რესურსები, ექიმებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა რის შედეგადაც მათი მუშაობა ნაკლებადეფექტური გახდა.