ბიზნეს-რეკეტი, რომელშიც კუდის ყოფილი მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები. პროკურატურაში ახალი საქმის გამოძიება დაიწყო. საუბარია მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მფლობელს ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. მუქარის შემდეგ ქონება სოკარ ენერჯი ჯორჯიას 1000 დოლარად გადასცეს. საქმეში ფიგურირებს პრეზიდენტის განკარგულება და ქვემო ქართლის მოქმედი და ძველი გუბერნატორების გვარები.