შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, 2 დეკემბერს შიდა ქართლში იმყოფებოდა. მან კონფლიქტურ რეგიონთან არსებული ყველა საგუშაგო და რეგიონის ყველა პოლიციის განყოფილება მოინახულა. მინისტრი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს. რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, პოლიცია კი ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პოლიციის ყველა სამხარეო სამმართველოს და რაიონულ განყოფილებებს ეწვევა. პირველი ვიზიტი კახეთის რეგიონში 26 ნოემბერს შედგა.