რა მოხდა გუშინ დე-ფაქტო საზღვარზე - არსებული ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მკვიდრს ოსმა ძალოვანებმა სოფელ კოდას შესასვლეში ცეცხლი გაუხსნეს. მანქანას რამდენიმე ნატყვიარი ეტყობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოსმა ძალოვნებმა ქართული სოფელი მას შემდეგ დატოვეს ,რაც შემთხვევის ადგილზე ქართველი სამხედრო პოლიციელები მივიდნენ. სოფელ კოდაში ოსი ძალოვნების შესვლა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არცთუ ისე იშვიათია. ერთი კვირის წინ ოსმა ძალოვნებმა სოფელ კოდას ერთ-ერთი მკვიდრი სცემეს კიდეც