საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის "სოროსის ფონდის" დამფუძნებელს შეხვდა. ჯორჯ სოროსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მან სურვილი გამოთქვა საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერს შეხვედროდა. შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება.