გენერალური დირექტორის შემდეგ არხიდან თანამშრომლების წასვლა დაიწყო.
არხი უკვე დატოვა ახალი ამბების დეპრტამენტის უფროსმა თამარ რუხაძემ.
გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ირინა თევდორაშვილმა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარმა პროდიუსერმა - ირაკლი ჩიხლაძემ.
რეგიონული ახალი ამბების პროდიუსერმა - ირაკლი აბსანძემ.
ასევე ანონსების პროდიუსერმა.
ახალი ამბების ჟურნალისტებმა და არხის წამყვანმა რეპორტიორებმა: იმედა დარსალიამ, მალხაზ ჭკადუამ, ლანა ბერიძემ, გიორგი ფუტკარაძემ, სანდრო კაკაბაძემ.
არხი გუშინვე დატოვა დირექტორის მოადგილემ და საავტორო გადაცემის "კონსილიუმის" წამყვანმა ვასილ მაღლაფერიძემ. დღეს დილით კი ტელეკომპანიიდან წავიდნენ დილის გადაცემის წამყვანები.
რა სახელდება მიზეზად?
ჟურნალისტების ნაწილი არსებული მენეჯმენტის პირობებში მუშაობას შეუძლებლად მიიჩნევს, ნაწილი კი მოვლენების განვითარების მოლოდინშია.