საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ქოლ-ცენტრის მომსახურების საათებს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკში ავრცელებენ.
კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს სემეკის ქოლ-ცენტრში დარეკვა შეუძლიათ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით:
„მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის საკითხებზე შეუძლიათ დარეკონ სემეკის ქოლ-ცენტრის ნომერზე 16 216 შაბათ-კვირასაც. ქოლ-ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 24:00 საათამდე. ამასთანავე, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org ასევე, სოციალური ქსელის - www.Facebook.com/gnerc საშუალებითაც.
სემეკი საქართველოს მთვარობასთან და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან ერთად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის უწყვეტი და საიმედო მიწოდება“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.