გიგზავნით საქართველოს ბანკის განცხადებას:

გიგზავნით საქართველოს ბანკის განცხადებას:

საქართველოს ბანკი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი. ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით. საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/remote-services

საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება.