Loans.lb.ge - ლიბერთი 3 თვიან საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირებას მომხმარებელს კიდევ უფრო უმარტივებს

Loans.lb.ge - ლიბერთი 3 თვიან საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირებას მომხმარებელს კიდევ უფრო უმარტივებს

ლიბერთიმ 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა. საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით:

∙          სამომხმარებლო სესხი

∙          იპოთეკური სესხი

∙          ოვერდრაფტი

∙          საკრედიტო ბარათები

∙          განვადება

∙          სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)

∙          ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები

∙          ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი

∙          ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

იმისთვის, რომ მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი  საშეღავათო პერიოდის სტატუსის ნახვა, ან შეღავათზე უარის თქმა 25 მარტამდე, შეიქმნა ახალი ვებ გვერდი https://loans.lb.ge

გარდა ამისა, შეღავათზე გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია მარტივად, ლიბერთის ნებისმიერი დისტანციური არხიდან:

  • ინტერნეტ ბანკი: http://my.libertybank.ge/
  • მობაილ ბანკი: http://bit.ly/33wTFCv
  • დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 55 55 00
  • ლიბერთის ბანკომატები