თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში ახალი მასალები გადააგზავნეს. საუბარია 42-მილიონად ნაყიდ შეირაღებაზე, რომელზეც განცხადება თავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ალასანიას უწყებას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პარალმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კი კორიფციულ გარიგებაზე საუბრობს და წინა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. შეკითხვები აქვთ ექსპერტებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ შეირაღების შესყიდვაზე თავის დროზე აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ნდობის ჯგუფს.