ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. კახა ბექაურმა წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ დაწერა და მვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე ლუბა ელიაშვილი დანიშნა. ბექაური განმარტავს, რომ არხის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით რჩება ტელევიზიაში და გადაბარების პროცესში იღებს მონაწილეობას. მისივე განცხადებით, არხიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება.