კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, "ევროპაბეთი" ითვალისწინებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას და დროებით აჩერებს ოფლაინ კაზინოების ფუნქციონირებას. კომპანიის გადაწყვეტილებით, ეს გავლენას არ მოახდენს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
"ევროპაბეთი" პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელმაც თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის მზაობა გამოთქვა. ორშაბათიდან მათი 80 პროცენტი სახლიდან მუშაობს. ოფლაინ კაზინოების დახურვაც საპრევენციო სტრატეგიის გაგრძელებაა. ამ ნაბიჯით "ევროპაბეთი" იზიარებს სახელმწიფოს რეკომენდაციას, რომელიც დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციის თავიდან არიდებას ითვალისწინებს.
“ევროპაბეთის” ონლაინ კაზინო შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას. ონლაინ ანგარიშიდან მოგებული თანხის გატანას მომხმარებლები თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს მსხვილ ქალაქებში "ნეოლეთის" ოფისებიდან შეძლებენ.
"ნეოლეთის" მისამართებია:
თბილისი: კოსტავას ქუჩა 47/57 (ვერა), კანდელაკის ქუჩა 27 (საბურთალო), გობრონიძის ქუჩა 2ა (გლდანი), ცაბაძის ქუჩა 15ა (დიდუბე), გურამიშვილის გამზირი 1 (სამგორი), ჯავახეთის ქუჩა მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარედ (ვარკეთილი).
ბათუმი: 26 მაისის ქუჩა 34.
ქუთაისი: ჭავჭავაძის გამზირი 24.
ჭიათურა: გრიგოლ აბაშიძის ქუჩა 18.
რუსთავი: მეგობრობის გამზირი 11.
ხაშური: იმერეთის ქუჩა 3.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ნაწილია. კომპანია 2015 წლიდან შვედური "ბეთსონ ჯგუფის" წევრია, რომელიც გემბლინგ ინდუსტრიაში უკვე 55 წელია მოღვაწეობს და ოცამდე ბრენდს აერთიანებს. მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვაა.