საქართველოს რკინიგზა ტვირთმფლობელებს უმოკლეს ვადებში მომსახურეობას სთავაზობს

საქართველოს რკინიგზა ტვირთმფლობელებს უმოკლეს ვადებში მომსახურეობას სთავაზობს

საქართველოს რკინიგზა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტვირთმფლობელებს, უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნაირიანი ტარიფებით მომსახურეობას სთავაზობს.

"შექმნილ მდგომარეობაში საქართველოს, აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიასა და სომხეთს შორის მიმოსვლასთან დაკავშირებით სს "საქართველოს რკინიგზა" ითვალისწინებს ტვირთმფლობელების და ბიზნესის საჭიროებსბს და სთავაზობს მათ მნიშვნელოვან სიახლეს- უმოკლეს ვადებში და კონკურენტუნარიანი ტარიფებით საავტომობილო გზავნილების კონტეინერებში გადატვირთვას და სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებას შემდეგი მიმართულებებით:

ფოთი/ბათუმი/თბილისი-აზერბაიჯანი

ფოთი/ბათუმი/თბილისი-ცენტრალური აზია

ფოთი/ბათუმი/თბილისი-სომხეთი

საქართველოს რკინიგზა საკონტეინერო გადაზიდვებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ტვირთბრუნვას და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ბიზნესის დაცვას უარყოფითი ეფექტისაგან",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.