ნიგვზიანში მუსლიმანთა ლოცვა ისევ პრობლემად რჩება.
ამჯერად სახლში მოწყობილ სალოცავში არავინ შევარდნილა, თუმცა სოფლის სკოლაში ადგილობრივების ნაწილი იმ მიზნით შეიკრიბა, რომ საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვის ტექსტი შეედგინათ.
მიმართვის შინაარსი ასეთია: "ნიგვზიანელი ქრისტიანების ნაწილს არ უნდა, რომ სოფელში მუსლიმანმა მეზობლებმა ილოცონ." ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ შეხვედრაზე საქართველოს მუფტიც მიიპატიჟეს, თუმცა სულიერმა ლიდერმა ამის შესახებ დღეს „მეცხრე არხისგან" შეიტყო.