„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მლნ ტონა შეადგინა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.
ამასთან - ბოლო წლების მანძილზე, 2019 წელს, პირველად დაფიქსირდა ტვირთბრუნვის ზრდა და წინა წელთან შედარებით 9%-ით მოიმატა.