ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების სპეციალური სითხეებით დამუშავება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც განხორციელდა.
გასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.
შემოსავლების სამსახურის მიერ სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.