იწყება გამოიძიება ტელეკომპანიების "რუსთავი ორისა" და "იმედის" საბიუჯეტო დავალიანების თემაზეც.
ფინანსთა სამინისტრო მასალებს პროკურატურას უგზავნის.
თუმცა ამ საქმის გამოძიებას თავად სამინისტროს საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურებიც აპირებენ.
დღეს ცნობილი ხდება, რომ შესაბამისი დავალება ნოდარ ხადურმა ერთი კვირის წინ გასცა.
პასუხია გასაცემი კითხვაზე რატომ აპატია სახელისუფლო ტელეკომპანიებს მილიონობით ლარის დავალიანება სააკაშვილის მთავრობამ? და რატომ არ იხდიდნენ გადასახადებს ყველაზე უფრო მაღალ ბიუჯეტიანი ტელეკომპანიები?
მარტო რუსთავი ორს 2010 წელს 20 მილიონი ლარი აქვს ჩამოწერილი.