პასტერის N14-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო

პასტერის N14-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, პასტერის #14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. პროექტის შედეგად, ახალი სკვერი საჭირო ინვენტარით, განათების სისტემით აღიჭურვა, განლაგდა საპარკე ავეჯი, დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები, დაირგო ყვავილები და ხე-მცენარეები, ასევე, საბაღე გაზონი, ბორდიურები და საბავშვო ზონა მოეწყო, გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები ფილებით მოპირკეთდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 37 000 ლარია. დასრულებული სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან რიმა ბერაძესთან და ლადო ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა.