ჩუღურეთის რაიონში არსებულ 5 უფასო სასადილოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სასადილოს ყველა სივრცე სპეციალური ხსნარით, საფუძვლიანად, დამუშავდა. პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ჩატარდება.