ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღმაშენებლის N63ა-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი გამგეობიდან 80,000 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიმდინარეობას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.