ვინ დაამონტაჟა ახმეტის სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლი? კონკრეტული გვარები არ სახელდება , თუმცა სოფელში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივებს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ახმეტის გამგებელი. სტალინის ძეგლის დემონტაჟი ერთი წლის წინ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გვიან ღამით ისე მოხდა, რომ ზემოალვნელებმა ამის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს გაიგე. ფაქტმა მოსახლეობაში მაშინ პროტესტიც გამოიწვია