ენერგეტიკის სამინისტრო თანამშრომლობის ხელს სააკაშვილის მთავრობის ფავორიტ ბიზნესმენს უწვდის. ახალი მინისტრის პოზიცია ცალსახაა. მაშინ როცა საქმე ენერგო სიმძლავრეების მშენებლობას ეხება, კახი კალაძე მხარდაჭერას პოლიტიკურ ოპონენტებსაც ჰპირდება. ამ შემთხვევაში მინისტრისგან გაცემული გარანტიების იმედი „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს აქვს. სწორედ მისი ჰოლდინგის ინვესტიციებით 5 თვეში გურიაში საშუალო სიმძლავრის ჰიდროსადგური გაეშვება. კითხვას დღეს მხოლოდ ახალი ობიექტის ტარიფი ბადებს. შესაძლოა, იმ საინვესტიციო გარემოს პირობებში, რომელიც ახალ მთავრობას მემკვიდრეობით ერგო, ენერგეტიკის მინისტრს ოპონენტ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებულ ბიზნესმენთან ერთან, თვალის დახუჭვა რამიშვილის ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასზეც მოუწიოს.