ირაკლი კობახიძე: 60 “ოლიმპიური ჩემპიონი“ რომ დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი

ირაკლი კობახიძე: 60 “ოლიმპიური ჩემპიონი“ რომ დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი

პარლამენტის სამივე შესასვლელი ოპოზიციის მომხრეებს აქვთ პიკეტირებული. ისინი  საკანონმდებლო ორგანოში მისულ უმრავლესობის წევრებს შეძახილებითა და სტვენით აცილებენ.

პარლამენტში მისულმა ექსსპიკერმა, ირაკლი კობახიძემ გამორიცხა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი შეძახილების ფონზე გააკეთა.

„პოლიტიკური კრიზისი სახე არის ის, რაც ხდება ჩვენს უკან ხდება. 200 ნაცისტი შეიკრიბა.  200-300 ოპოზიციონერი რომ შეიკრიბა, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი.

60 „ოლიმპიური ჩემპიონი“ რომ დგას ჭიშკართან,  ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, - აღნიშნა ირონიულად კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე გამორიცხა რიგგარიშე არჩევნების ჩატარება.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია? თებერვალია  უკვე და  ისედაც გვიწევს ოქტომბერში არჩევნები.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, შიდა კვლევა აჩვენებს საზოგადოების განწყობას. ეს განწყობა გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგს გავიმეორებთ. ანუ ყველა მეორე ამომრჩეველი მოგვცეს ხმას“, - აცხადებს კობახიძე.

კობახიძემ ჟურნალისტებთან დასავლელი პარტნიორების განყობაზეც ისაუბრა და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის თემასაც შეეხო.

„ჩვენ ჩვენს მეგობრებს ვაძლევთ მარტივ პირობას, რომ გაგრძელდება დემოკრატიული პროცესი, ეკონომიკური წინსვლის პროცესი.

საარჩევნო სისტემას  რაც შეეხება, ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციასთან და იმედი გვაქვს, რომ შედეგს მივაღწევთ. ჩამოვყალიბდებით ისეთ მოდელზე, რომელიც კონსესუსით იქნება მიღწეული. თუ არა და იმავე სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ახლა გვაქვს.“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციამ აქციები განაახლა. ამ წუთებში აქცია  საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს და პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელია პიკეტირებულ

Aburjga Tasmanieli "პარლამენტის სამივე შესასვლელი ოპოზიციის მომხრეებს აქვთ პიკეტირებული. ისინი საკანონმდებლო ორგანოში მისულ უმრავლესობის წევრებს შეძახილებითა და სტვენით აცილებენ."
ისინი ვინც იქ არიან და უსტვნენ არიან დაფსტვენილები, თანაც მაგარი უზრდელები, აი ისეთები ვისაც უზრდელობა ყველა უჯრედში აქვს გამჯდარი! დრო გავა, ისინიც შეიცვლებიან, მაგრამ მაგათგან ქართველი კაცი და დედაკაცი არ გამოვა! მაგათგან მხოლოდ შეიძლება ან ლგბტ პირი ან რომრლიმე ქვეყნის მტერი ენჯეოშნიკი შეიძლება გამოვიდეს!
5 წლის უკან