„ეს ადამიანი არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, მალავს ამას და გამოდის როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი. ეს ხომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა? გამოდის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ასე ხდება ბევრ შემთხვევაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებით გადაცემა „არენაში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტიკურ მოედანზე შემოსულია „სამწუხაროდ მთავარი ოპოზიციური მოთამაშე „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ მოედანზე მთავარი ფორვარდი მათ ჰყავთ ბათუ ქუთელია, რომელიც ამბობს, რომ მსაჯია. იბრალებს რომ მსაჯია და მისი თანაგუნდელებიც ამბობენ, რომ არბიტრია. ამაშია პრობლემა“, – განაცხადა მდინარაძემ.