ოკუპირებულ ცხინვალში რუსი ჩინოვნიკი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ ცხინვალში რუსი ჩინოვნიკი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის მრჩეველი ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში იგორ გალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია იგორ გალი და მისი მეუღლე. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მრჩეველი სახლში, სადაც გარდაცვლილის ცხედრები იპოვეს, სასამართლო ექსპერტიზა ტარდება.

იგორ გალი ოკუპირებულ ცხინვალში 2016 წლიდან მუშაობდა.