მამუკა მდინარაძე:  “გამოგონილია ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას მაჟორიტარების 30-მდე შემცირების წინადადებას შესთავაზებს”

მამუკა მდინარაძე:  “გამოგონილია ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას მაჟორიტარების 30-მდე შემცირების წინადადებას შესთავაზებს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ხელისუფლებამ შესაძლოა, ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზოს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების 120-მდე გაზრდას, ხოლო მაჟორიტარების 30-მდე შემცირებას ითვალისწინებს, მოგონილს უწოდებს.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებას შესთავაზებს, რომელიღაც „ნიუსრუმში“ ახალი დღის წესრიგის შესაქმნელად მოიგონეს.

„ასეთი ინფორმაცია ვერ გავრცელდებოდა. ეს რომელიღაც „ნიუსრუმში“ მოგონილი ამბავი იქნება, ახალი დღის წესრიგის შესაქმნელად,“- აღნიშნა მდინარაძემ.