ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს და საეკლესიო სასამართლოს ამოქმედებას ითხოვს. როგორც მეუფემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის, მხილება სწორედ მისგან დაიწყოს.
„მდგომარეობა საგანგაშოა. უნდა ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო. მსგავსი დამოკიდებულება, რაც დღეს ხდება, აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა უნდა ვაიძულოთ, დავუბრუნდეთ სჯულის კანონს და ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო. დავიწყოთ მხილება და დავიწყოთ ჩემგან“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ეს სიტყვა მეუფე რას ნიშნავს, თუ იცით ვინმემ დაწერეთ?!