წერილი გნებავთ თუ სიხარული ? - რა უპასუხა კითხვას გიორგი გახარიამ

წერილი გნებავთ თუ სიხარული ? - რა უპასუხა კითხვას გიორგი გახარიამ

„რა თქმა უნდა თქვენგან მნებავს სიხარული, და საერთოდ იცოდეთ, რომ ამ კითხვაზე ექსკლუზივი მე მეკუთვნის, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალიტს, რომელმაც მას კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით კითხა - წერილი გნებავთ, თუ სიხარული?

„სერიოზულად კი გეტყვით, რომ შეიძლება ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ კითხვები, რასაც გაეცემა პასუხი და ავუხსნით ყველა საკითხს. ჩვენ გვესმის ის ჟრიამული, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით მოეწყო და საარჩევნო წელთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებენ (ოპონენტები)", - განაცხადა გიორგი გახარიამ.