აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი უკვე საქართველოშია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.

„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.

მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო. ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, – აღნიშნავს საელჩო