მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი, რომელიც უკვე 5 წელია, რაც ცოლიანია, ბოლო დროს, უკრაინელ ლამაზმანს – ალიონა კავერინასთან რომანში ამერიკელმა ჟურნალისტებმა არაერთხელ ამხილეს. მსახიობი რაკი მიხვდა, რომ ურთიერთობების დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ადგა და შუა ქუჩაში, ხალხი თვალწინ, თავის საყვარელს მწყაზარი ტუჩთა შეწებება აუტეხა და ამით დაადასტურა, რომ უკრაინელ ლამაზმანთან ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს.
როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ვან დამი კანონიერ მეუღლესთან, გლეიდის პორტუგეზთან ერთად დადის. თუმცა, არაოფიციალურ წვეულებებზე უკრაინელ საყვარელს გვერდიდან არ იშორებს. ალიონა კავერინის ამჟამად მისი თარჯიმანის თანამდებობა უჭირავს და როგორც ჩანს, არც თანამდებობრივად “დაწინაურების“ წინააღმდეგი იქნება.
რომანის სერიოზულობის მიუხედავად, მსახიობი ოჯახის დანგრევას კატეგორიულად გამორიცხავს. თუმცა, ვერც საყვარელზე ამბობს უარს. პაპარაცებმა ვან დამსა და ალიონას ქუჩაში ერთად წაასწრეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა, მათ არც მძღოლის მორიდებიათ, რომელიც უხერხულობისგან იშმუშნებოდა.