ორლანდო ბლუმი და კეტი პერი 2016 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ურთიერთობაში პაუზა არა ერთხელ აიღო ახლა ისინი დანიშნულები არიან და წყაროს ცნობით იმაზე ბედნიერები არიან ვიდრე ოდესმე ყოფილან. ორლანდო ბლუმი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობია, რომელიც დღეს 43 წლის გახდა კეტი პერიმ კი მას დაბადების დღე ინსტაგრამზე მოსიყვარულე ტექსტით მიულოცა.
„ბევრს აინტერესებს როგორ აშენდა პირამიდები, თუმცა მე ის უფრო მაინტერესებს როგორ არსებობს ასეთი კეთილი, მოსიყვარულე, სიმპათიური, ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი.“- წერს მომღერალი. „ არის მიზეზი, როს გამოც შენ ყველა ცხოველს და ადამიანს უყვარხარ და ეს შენი გულია, ყველაზე კეთილი და სუფთა. მიყვარხარ ორლანდო ჯონათან ბლანჩარდ კოპელანდ ბლოომ. ბედნიერი 43 წელი.“