რა ნამუსით ლაპარაკობენ სხვების მიმართ “90-იან წლებზე” და “მხედრიონზე”? რომლის ერთ-ერთი მფლობელი არის ჟორიკა რურუა!

რა ნამუსით ლაპარაკობენ სხვების მიმართ “90-იან წლებზე” და “მხედრიონზე”? რომლის ერთ-ერთი მფლობელი არის ჟორიკა რურუა!

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, ომის ვეტერანების მიერ, პატრიარქის მხარდასაჭერად გაკეთებულ ვიდეომიმართვას, რასაც ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერიდან ცილისმწამებლური კომენტარები მოჰყვა – სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“არა, ნუ, უტიფრობის უმაღლეს მწვერვალზეა ნიკა გგვარამიას ეგრეთ წოდებული “მთავარი არხი”… დათო ახრახაძეს ჩემი დაცვა ნაღდად არ სჭირდება და ამიტომ სხვა რამეებზე ყურადღებას არ გავამახვილებ… უბრალოდ, “მხედრიონის” წევრობას და პირადად ჯაბა იოსელიანთან ახლობლობას “საშინელ წარსულად” უთვლის ის ტელევიზია, რომლის ერთ-ერთი მფლობელი არის ჟორიკა რურუა!

მე არც რურუას არ ვიცნობ და ანუ არც იმას ვამტკიცებ რომ ისაა ცუდი ტიპი ან რამე. არ ვიცი ვინაა და როგორია! მაგრამ ფაქტია, რომ “მხედრიონელი” და ჯაბას ახლო გარემოცვა თუ ვინმე იყო, პირველ რიგში სწორედ ის იყო! დათო ახრახაძე რეალურად არასოდეს ყოფილა “მხედრიონის” წევრი და ჯაბა იოსელიანს საერთოდაც არ იცნობდა… მაგრამ ამაშიც არაა საქმე. ანუ, ის ტიპები, ვინც თავად არიან მართლა ყველაზე ცნობილი “მხედრიონელის” ქვეშევრდომები, უბრალოდ, რა ნამუსით ლაპარაკობენ სხვების მიმართ “90-იან წლებზე” და “მხედრიონზე”?

აი, მართლა საოცარი სინდის-ნამუს გარეცხილობაა რა… არა მხოლოდ ამ გვერდზე წერია ეს და არა მხოლოდ ახრახაძის მიმართ ლაპარაკობენ ხოლმე ასე. პირადად ნიკა გვარამიას არაერთხელ უთქვამს – კანონიერი პრეზიდენტი დაამხო “მხედრიონის” ბანდამო! და “ოცნება” 90-იან წლებში და “მხედრიონობაში” გვაბრუნებსო… უბრალოდ, რა ნამუსით?!”, – წერს ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.