ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო

ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო

1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო, - ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

ლატარიას განცხადებით, რადგანაც საქართველო პატარა ქვეყანაა და თითის დაქნევას არავისგან უშინდება, ახლა ევროპელი ბიუროკრატები ღია შანტაჟზე გადავიდნენ, მათ უმრავლესობას კი, რუსეთთან ბიზნეს კავშირები აქვს.

„ჩვეულებრივი ტიპიური ფაშისტი, შანტაჟისტკა! 1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო... აუ მოდით რა, თავი დაგვანებეთ რა... ამოხვედით ყელში ეს კორუმპირებული ბიუროკრატები... უმრავლესობა რუსებთან არიან დიდ ბიზნესებში, დიდ ფულებში და ჩვენ რახან პატარა ქვეყანა ვართ და ამათ თითის დაქნევას არ ვუშინდებით, ახლა ღია შანტაჟზე გადავიდნენ!!! გამოეთრიეთ და შეგვედარეთ ქართველებს, კულტურაში, ევროპულობაშინიჭში, პატრიოტიზმში და ჩემი დატანჯული ქვეყნის სიყვარულში.... ნერვები ეშლებათ რომ უკრაინასავით ათობით ათასი ბავშვის სასაფლაოები არ გვაქვს, მიწასთან არ ვართ გასწორებულები და ამან ბოლომდე დაგვანახა ის სახე, რასაც „ოცნება" დიდიხანია საუბრობს!!!" - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.