გიორგი ვაშაძე: მოგიწოდებთ, პარლამენტის პიკეტირება დავიწყოთ

გიორგი ვაშაძე: მოგიწოდებთ, პარლამენტის პიკეტირება დავიწყოთ

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

მან მომიტინგეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის შესასასვლელის პიკეტირება დაიწყონ.

“მოგიწოდებთ, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დავიწყოთ. პოლიციელებს მივმართავ, რომ კანონი არ დაარღვიონ, რადგან ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირება არ გვინდა. ხალხს აქვს უფლება, იქ გადაკეტონ გზა, სადაც უნდათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.