23 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს კიევში შეხვდა. გუბაზ სანიკიძემ გიორგიობის დღესასწაული ქართველებს უკრაინიდან მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა.
25 ოქტომბერს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებდა.
“გიორგობას, ჩვენ შევხდით ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. იმ ხალხთან ვისაც ვებრძოდით“ – თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
აღნიშნულს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე რიტორიკული კითხვებით ეხმაურება:
“მიშა რომ ხვდება მის დროს ჯაშუშობა-ღალატში ბრალდებულ ხალხს, ვიცი რაც ჰქვია, მაგრამ ესენი რომ ეკვრებიან მის პარტიას, ბრალდებების საჯაროდ უარყოფის, საჯარო ბოდიშის გარეშე, ამას რა ჰქვია?
შეიძლება ასეთი ღირებულებებით თამაში?
არსებობს ამ ბრალდებებზე მძიმე დანაშაული?
შეიძლება როცა შენ გსურს პირი მოღალატედ შერაცხო და ვინც მასთან დადგება, ისიც ზედ მიაყოლო, ხოლო როცა მოისურვებ, ეს ბრალდებები დავიწყებას უნდა მიეცეს?
ვინმემ პასუხი აგო ცრუ ბრალდებების წაყენებაზე?
მსოფლიოში არსებობს ქვეყანა, რომელიც ასეთი ღირებულებებით ასე თამაშობს?” – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.