გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. კიდევ უფრო დათბება მომდევნო დღებში, ხოლო კვირის ბოლოს ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +10-12 გრადუსამდე აიწევს. დასავლეთ საქართველოში კი უფრო თბილი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა +20 გრადუსს მიუახლოვდება.
დღეს და ხვალ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსს შეადგენს. ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.