ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის 14 სკოლის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები სიგელებითა და წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.აღნიშნულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უკვე მე-6 წელია ატარებს. “ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ მათ სწავლა-განათლებას და მათი მიღწევები წავახალისოთ. აღნიშნული ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა რაიონში და მას ბავშვები სიხარულით ელოდებიან“,-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. ჩუღურეთის რაიონის წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.