გია აბაშიძე სკანდალური ქართული ფილმის შესახებ: ეს ფილმი ამხელა გაპროტესტებას ნამდვილად არ იმსახურებდა

გია აბაშიძე სკანდალური ქართული ფილმის შესახებ: ეს ფილმი ამხელა გაპროტესტებას ნამდვილად არ იმსახურებდა

ახლობლის მიერ გამოგზავნილ აწ უკვე წაშლილ ბმულზე ვნახე. სამწუხაროდ, ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებით, ოსკარს არ იმსახურებს. არ დამიტოვა ღრმა განცდები და ემოციები. ფილმი გვიყვება ერთი მოცეკვავე ბიჭის დრამატულ ისტორიას. ამაზე უფრო დრამატული თემებიც გაგვიგია, გადაუღიათ და კიდევ გადაიღებენ.”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშუიძე ქართველ გეი წყვილზე შექმნილ ფილმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

“ამ ფილმში ნაჩვენებია ჩვენი ყოველდღიური ყოფა – გაჭირვება, ელიავას ბაზრობა, უფულობის გამო ჰეტერო, დაუქორწინებელი წყვილების უსექსობა, გარიგებით ქორწინება, ყოფითი სიძულვილი, ნერვებაშლილი ტიპაჟები, ნარკომანია, გეის დისკრიმინაცია, დამუნათება [ბულინგი] და ა.შ. ამავე დროს, პირველად მხატვრულ ფილმში ხდება თბილისის ლგბტ თემის საჯარო ცხოვრების ეპიზოდური წარმოჩენა [ბარი “საქსესი”, ღამით ცირკთან მდგომი ტრანსები, “ბასიანი”].

ბოლომდე აღარ ‘დაგასპოილერებთ’ და ფინალს, ამ 2 ბიჭის ‘ლაით’ გეი ისტორიას არ მოგიყვებით. საკმაოდ ბანალურია.

პოზიტიური ის აქვს, რომ უცხოელი მაყურებელი მოისმენს ბევრ ლამაზ ქართულ სიმღერას, ნახავს თუ როგორი რთულია ქართული ცეკვების შესრულება და რა ჯოჯოხეთური მუშაობაა საჭირო სცენაზე გასვლამდე.

ამხელა გაპროტესტებას ნამდვილად არ იმსახურებდა. პროტესტმა ფილმის ‘გაპიარებაზე’ უდაოდ იმუშავა. ქართული ცეკვები ნამდვილად არ “გარყვნილა”. და თუ ფილმში გეი სექსის გაპროტესტებაზეა აქცენტი, ჯობდა უწინ კინოთეატრებში გასული Bohemian Rhapsody-ს შერისხვა.

თქვენი გადასაწყვეტია ნახავთ თუ არა და მოიწონებთ თუ არა. კინოთეატრში რომ მენახა, ვიტყოდი – ამ აჟიტირების ფონზე, გამძაფრებული ცნობისმოყვარეობის გამო, რა ტყუილად დავხარჯე დრო და ფული. არ ჯობდა რამე ახალი სპექტაკლი მენახა თეატრში?!.” – წერს გია აბაშიძე.

 

სოციალისტი სამარცხვინო, სამარცხვინო, სამარცხვინო! აბა რამხელა გაპროტესტებას იმსახურებდა?! თუ არა ეს სხვა რა იმსახურებს გაპროტესტებას?!
5 წლის უკან