„ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფილმს, რომელშიც უნივერსიტეტის დამფუძნებლები - „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე საუბრობენ, როგორ გაჩნდა საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა და რით იქნება ის გამორჩეულ სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან.
ფილმში საუბარია იმაზე, თუ როგორი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რა უძღვოდა წინ მის მშენებლობას.