ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
თუ საჭიროა ვიომებ, არ მეშინია-რამოდენიმე ნაციონალმა დაწერა უკვე. ერთი თქვენმა ტომის ბელადმა იომა და მეორე თქვენ იომებთ.
ომის იმას არ ეშინია, ვისაც კინოში აქვს ნანახი. დანარჩენებს გვეშინია. უზარმაზარი თვითმფრინავი რომ ჩამოგიშხუილებს ბრეიუშით და ბომბებს ჩამოყრის და დაგაზანზარებს, გარშემო რომ ყველაფერი იწვის და ყველაფერი ერთად გახსენდება ბავშვობაში ეზოში ფეხბურთის თამაშიდან დაწყებული და ტრუსიკში ჩაფსმით დამთავრებული(თემატურია ისე ეგ), აი მერე თქვი რომ არ გეშინია. მე მეშინია. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ომი უკან გადაგვწევს ათწლეულით. ვისთვისაც ვარსებობთ და რამეს ვაკეთებთ (უმეტესობა დალაგებული ადამიანებისა), ისინი აღმოჩნდებიან წყვიადში. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რამდენი დაობლდება ან თვითონ დაზარალდება, აღარ ვიტყვი. 90-იანი წლების ბავშვები ვართ ჩვენ და ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ მინდა ისევ 90-იანი წლების ბავშვები გახდნენ, მესამედი საუკუნის შემდეგ. აი, ამიტომ მეშინია. როგორ ვინატრო ყოველივე ამის მერე ომი, თორემ ისე, კი ხართ ღირსები, ვინც ვერ გადაასწრებთ საზღვარზე, სახლებში გამოგიაროთ, საწოლის ქვევიდან გამოგათრიოთ და წინ წაგიგდოთ წინა ხაზზე. მერე წერეთ სტატუსები, მერე რა, არ მეშინია ომისო.