გიგა მაქარაშვილი: „ცეკვა ჩვენი ტრადიციაა, რომელიც დასაცავია და ჩვენ აუცილებლად ვიცეკვებთ“

გიგა მაქარაშვილი: „ცეკვა ჩვენი ტრადიციაა, რომელიც დასაცავია და ჩვენ აუცილებლად ვიცეკვებთ“

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს პრემიერას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

"ჰო, ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი! ჰო ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და მასწავლეს, რომ ტრადიციულად ქართველები არასდროს ვჩაგრავდით არავის, სუსტს, მოხუცს, ბავშვს, ქალს, წაქცეულს.

ჰო, ტრადიციულად ქართველები ვიცავდით ყველას ვისაც ჩაგრავდნენ. ჰო, ტრადიციულია ჩვენი ქვეყანა და ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობნდენ სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების და ორიენტაციის ხალხი. ჰო, ცეკვა ჩვენი ტრადიციაა, და რომელიც დასაცავია და ჩვენ აუცილებლად ვიცეკვებთ!"- წერს გიგა მაქარაშვილი.