დეპუტატ სოფო კილაძის ყოფილი ქმარი დუმილს არღვევს. ავთანდილ ხარაძე ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ მას ბავშვთან ურთიერთობის უფლება არ აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ "საღამოს ნიუსრუმის" ეთერში გავრცელდა, სადაც წამყვანი ყვება, რომ ავთანდილ ხარაძე ფსიქოლოგია და აღნიშნა, რომ 6 წლის განმავლობაში თავის დეპუტატ მეუღლეს მხოლოდ მხარს უჭერდა და განადგურებულია იმ ფაქტით, რომ სოფომ ეს დამახინჯებული ინფორმაცია გაიტანა მედიით და მას ეგონა, რომ პასუხს არ დაუბრუნებდა. ხარაძე უარყოფს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ხარაძე ამბობ, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო, როცა სოფიომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ავთანდილ ხარაძე ამბობს, რომ მას არ დაურღვევია ორდერის პირობები და არც აპირებს.
დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.