მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს - ამის შესახებ განცხადება, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა ზოსიმე შიოშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას გააკეთა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ არც გიორგი სხილაძეს იცნობს, ვინც ეს ბრალდება გაახმიანა, და არც სავარაუდო მსხვერპლს, ვისაც ეს უკანასკნელი ასახელებს.
"ეს იყო 30 თუ 31 წლის წინ, არც ის გიორგი სხილაძე მახსოვს, არც ის კალაძე მახსოვს, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი და ერთადერთი ეს იყო, რომ ჩვენ მოვთხოვეთ სულიერება და შინაგანაწესის დაცვა. ეროვნული გრძნობა ხომ არის უსათუთესი და სულიერება იმაზე მეტია. აქ მოხდა რაღაცა, სულიერებას დაუპირისპირდნენ ესენი და ის მტრობა აქეთ გადმოიტანეს, ჩვენკენ გადმოიტანეს და მერე ყველაფერი იკადრეს. ეს (გიორგი მსხილაძის განცხადებები) იყო ანტიეკლესიური გამოსვლა, ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა, ეს არ იყო მხოლოდ მეუფის წინააღმდეგ. საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ იყო გამოსვლა" - ამბობს მეუფე ზოსიმე მთავართან საუბარში.