ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:
კარგა ხანია, ვფიქრობ, დავწერო თუ არა, მაინც დაწერა გადავწყვიტე.
მოკლედ - 2008 წელს დაღუპილი ახალგაზრდა კაცის (ნამუსი არ მაძლევს საშუალებას, დავწერო მისი სახელი და გვარი, ყველამ იცის) ოჯახის წევრებს (და, დის შვილები და ა. შ.) ასაქმებს სახელმწიფო სტრუქტურებში და უნიშნავს ხელფასებს (არაადეკვატურს), ისინი არაფერს აკეთებენ, იმას გარდა, რომ სხვა თანამშრომლებს ემუქრებიან, არც დადიან და ხელფასს იღებენ (კვალიფიკაციაზე არაფერს ვამბობ). ძალიან რბილად ვწერ, იმიტომ რომ მისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც, ჩემი აზრით, ამგვარი ქცევით ჩრდილს აყენებენ მის ხსოვნას, მე ვერ გავიმეტებ ამისთვის მას, ვინც ჩემს სახელმწიფოს შეეწირა (იმას გარდა, რომ თქვენვე გაგინებენ უკანასკნელი სიტყვებით საჯაროდ).
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის კანცელარია
თუ ვერ უწევთ წინააღმდეგობას შანტაჟს, მაშინ გაუგზავნეთ ხელფასები კონვერტით სახლში ან კანონი შეცვალეთ, რომ სრულად საგვარეულოს ეკუთვნის სხვების ხარჯზე ყოფნა და სხვებიხ ჩაგვრა, ან სხვებმა რა დააშავეს, შანტაჟს რომ არ კადრულობენ?! სხვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა სიცოცხლე და ჯანმრთელობა არა არის?!