საპატრიარქომ სოციალურ ქსელში ილია მეორის ბრძანებულების ოქმი გამოაქვეყნა. პატრიარქის ბრძანებულების მიხედვით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რუსთავის ეპარქიიდან გათავისუფლდა და რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა.
საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვენებულ ინფორმაციაში ასევე არის ბრძანების ოქმი, რის მიხედვითაც ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაში ჩაანაცვლა.