ადვოკატის განცხადება (video)

ადვოკატის განცხადება (video)

გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდება მისთვის უცნობია, შესაბამისად ვერ აკონკრეტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით. დღესვე ბრალს წაუყენებენ ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას. ყოფილი მაღალჩინსონები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაკითხავენ ბაჩო ახალაიას - თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საჩივარი შევიდა. სარჩელი დაღუპული ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ შეიტანა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს ახალაიას წინააღმდეგ ცალკე საქმე იქნება. შეგახსენებთ, ახალაია ორი დღის წინ პროკურატურაში დაიბარეს და დააკავეს - გამოძიება ძირითადად მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდით ინტერესდება. მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გენშტაბის ხელმძღვანელი და მე-4 ბრიგადის მეთაური აიყვანეს.

  •  

  •