დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ - “აირია მონასტერი, ჭირმა თავი არ დამალა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება”
"მე მგონი საქმე მივა დიდი საკლესიო კრების მოწვევამდე, რადგან ეს სინოდი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს" - ასეთ პროგნოზს აკეთებს საპტრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
"აირია მონასტერი, რაც მოსალოდნელი იყო. ამ ხნის მანძილზე არსებულმა პრობლემება თავი იჩინა, ჭირმა თავი არ დამალა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს სინოდი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს მის წინ არსებულ გამოწვევებს.
"გასაგებია, რომ ივანიშვილი გადაეფარა პატრიარქს, მაგრამ ახლა არ არის საპატრიარქოს გადაფარების დრო, რადგან ძალიან ბევრი შიდა პრობლემებია. მე მგონია, რომ საქმე მივა დიდი საკლესიო კრების მოწვევამდე, როგორც ეს მოხდა 1917 წელს. ამას ითხოვს ბევრი თეოლოგი, სასულიერო პირები, რომლებიც დღეს უმცირესობაში არიან. ჩემთვის არსებითი არის, ის, რომ პროცესი დაიწყო.
"რეზონანსი": ივანიშივილის განცხადება, რომ აპირებს თავისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოახმაროს, ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებად შეფასდა, თქვენც ასე ფიქრობთ?
დავით ბერძენიშვილი: ყველაზე დიდი ქველმოქმედება ჩემი პოლიტიკაში მოსვლააო - დაგვამადლა. ამ ტიპის განცხადებებს ხშირად აკეთებს, რადგან პრეტენზია აქვს, რომ პოლიტიკაში ერკვევა. როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ ნათქვამია, რადგან ბიძინა ივანიშვილი სოციალური ბიზნესმენი ნამდვილად არ არის.
წადი, შენი ჩაჯმული საოჯახო პარტიის საქმეს მიხედე, პულსი არ გესინჯებათ, ხელოვნურ სუნთქვაზე ხართ გადაყვანილი...