2020 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გოცირიძე აცხადებს, 2020 წლის ბიუჯეტი აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე და სხვა ხარჯებზე.
"2020 წლის ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე. ეს არის ქვეყნის გაღარიბების ბიუჯეტი, ვინაიდან სწორედ ამ ბიუჯეტის გამო მოხდა ფასების საშინელი ზრდა: 17%-მდე გაიზარდა სურსათის ფასი, 26%-მდე თამბაქოს ნაწარმი, 27%-ით ხილი, ლარი კი სამიან ნიშნულამდე ავიდა და კიდევ ბოლო არ უჩანს. ეს არის ძირგამომთხრელი ბიუჯეტი, რომელიც აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე, კორუფციულ გარიგებებზე და ისეთ ხარჯებზე, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები უტენდეროდ იღებენ ასეული მილიონობით შემოსავალს,“ - განაცხადა გოცირიძემ.