„ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს

„ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს"

„ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს" - ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმ ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ წყალტუბოში ყველაფერი  ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

„რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს. აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „Entrepreneur"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი.

„მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად დაცული უნდა იყოს" - აცხადებს „ქართული ოცნების" ლიდერი.

სოციალისტი მაგი არ თქვა!!! ყველაფერი რასაც იყიდი, შემდეგ ააღორძინებ და სანიმუშოდ მოაქცევ როგორც შეკვეთილში გააკეთე, გთხოვ, მე ერთი კაცი გთხოვ არც გაყიდო და არც გააჩუქო. რატომ? - ვიცი თუ რამე შემოსავალს მიიღებ ისევ საქართველოს დაახარჯავ, ისევ აღორძინებას, აშენებას, ჰგაჭირვებულის დახმარებას.... არ ქნა მაი, რომ გააკეთებ მერე არასფელი არ გაყიდო!!
5 წლის უკან