ივერთუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ივერთუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის III ჩიხში ასფალტის საფარი დაგება მიმდინარეობს. 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარია.